ახალი ამბები

საპატრიარქომ ქეთევან დედოფლის ნეშტის მოგზაურობის განრიგი გამოაქვეყნა

15 აგვისტო, 2018 • 5736
საპატრიარქომ ქეთევან დედოფლის ნეშტის მოგზაურობის განრიგი გამოაქვეყნა

საქართველოს საპატრიარქომ აგვისტოსა და სექტემბრის თვეში ქეთევან დედოფლის ნეშთის მოგზაურობის გარნრიგი გამოაქვეყნა:

  • 12 აგვ. – 19 აგვ. წმ. სამების ტაძარი (ვაკე);
  • 19 აგვ. – 26 აგვ. ივერიის  ღმრთისმშობლის ტაძარი (ვარკეთილი);
  • 26 აგვ. – 2 სექ. ცხრა ყრმა კოლაელთა ტაძარი (ვაზისუბანი);
  • 2 სექ. – 9 სექ.  ივერიის ღმრთისმშობლის ტაძარი (ნაძალადევი);
  • 9 სექ. – 16 სექ. ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარი (საბურთალო).

მთავრობამ 343 310 ლარი დახარჯა ქეთევან დედოფლის ნეშტის ინდოეთიდან საქართველოში ჩამოტანასა და მთელი ქვეყნის მასშტაბით ნახევარი წლით მოგზაურობაზე. საპატრიარქოსა და კულტურის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ნახევარი წლით ნეშტის სამშობლოში დაბრუნება მნიშვნელოვანი საკითხია და ღირს ასობით ათასის დახარჯვა, თუმცა კულტურის სპეციალისტები და თეოლოგები საპირისპიროს ამტკიცებენ.

  • ვრცლად ამ თემაზე:

ქეთევან დედოფლის ნეშტის დროებითი და ძვირი მოგზაურობა სამშობლოში

მასალების გადაბეჭდვის წესი