ახალი ამბებირეკლამა

„საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევების“ შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა

15 აგვისტო, 2018 • 2382
„საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევების“ შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და USAID ენერგეტიკული პროგრამის ხელშეწყობით, მიმდინარე წლის 14 აგვისტოსსაქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევებისთემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებაზე განხილულ იქნა საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და არსებული გამოწვევები. შეხვედრამ მოიცვა არსებული საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩო, საჭირო გასატარებელი ღონისძიებები, საკანონმდებლო და მარეგულირებელი ცვლილებები და ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლო პროექტები. ღონისძიების მთავარ მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლებსა და ენერგეტიკულ თემებში მომუშავე ექსპერტებს შორის საკუთარი ხედვების გაზიარება. შედეგად მიღებულ იქნა სამუშაო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება, რომელიც სამომავლოდ იმუშავებს პრობლემების იდენტიფიცირების და მათი გადაჭრის გზებზე, ასევე შეიმუშავებს შესაბამის სამოქმედო გეგმას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და USAID ენერგეტიკის პროგრამის ხელშეწყობით  „საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევებისშესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მასალების გადაბეჭდვის წესი