ახალი ამბებისამართალი

გარეთაც ჯოჯოხეთში ვარ და ციხეშიც ჯოჯოხეთში ვიქნები, თუ დამაკავებენ – მაჩალიკაშვილი

14 აგვისტო, 2018 • 2749
გარეთაც ჯოჯოხეთში ვარ და ციხეშიც ჯოჯოხეთში ვიქნები, თუ დამაკავებენ – მაჩალიკაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვა დასრულდა, რომელიც 31 მაისს პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე მის მიერ გაჟღერებულ სიტყვებს შეეხებოდა.

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი დევნა მაშინ დაიწყო, როდესაც შვილი მოუკლეს, ხოლო ახლა არ ექნება მნიშვნელობა დააკავებენ თუ არა.

“მხოლოდ აქციაზე ჩემგან, გამწარებული კაცისგან გაჟღერებულ სიტყვებზე მკითხავდნენ. რას გულისხმობდით აქციაზეო? მე ვუპასუხე, რომ ეს იყო შვილმოკლული და გამწარებული მამის სიტყვები, რასაც რეალურად არც წარმოვიდგენდი. სტრასბურგში გამგზავრების ჩაშლაზე არ ყოფილა საუბარი. ჩემს წინააღმდეგ ისედაც დაწყებულია უსამართლო დევნა, თემირლანის მოკვლის დღიდან… თუ დამაკავებენ, არ იქნება მნიშვნელობა – გარეთაც ჯოჯოხეთში ვარ და ციხეც ჯოჯოხეთი იქნება” – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

თემირლანის მამასთან ერთად უსაფრთხოების სამსახურში იმყოფებოდა ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტი, ქეთი ჩუთლაშვილიც.

“ჩვენ აღვნიშნეთ, რომ მაჩალიკაშვილის განცხადებაში არ ჩანდა დანაშაულის ნიშნები; ანალოგიური აქამდეც დავაფიქსირეთ და ბატონმა მალხაზის დაკითხვის დროსაც. ძირითადდად, კიხვები ეხებოდა გაკრვეულ გარემოებებს მალხაზ მაჩალიკაშვილის შესაძლო განზრახვის და სურვილის შესახებ. არ მიგვაჩნია, რომ ტერორისტული ნიშნები ბატონი მალხაზის განცხადებაში არ ჩანდა.

ამ ეტაპზე ვატონი მალხაზის დაკავებასთან ან თუნდაც ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით უწყების თანამშრომლების მიერ არ ყოფილა საუბარი. ჯერ-ჯერობით, როგორც გვითხრეს, მეტი კითხვა არ აქვთ. გარკვეული კითხვები დაისვა კავშირებზეც, თუმცა კონკრეტულ პირებზე არ უსაუბრიათ. თემირლანის შესახებაც არ ყოფილა საუბარი,” – განაცხადა დაკითხვის შემდეგ მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებაზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 18/323-ე მეხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორისტული აქტის მომზადების მცდელობას/მუქარას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი