ახალი ამბებირეკლამა

ვითიბი ბანკმა ბარათიდან ბარათზე გადარიცხვის სერვისი დანერგა

14 აგვისტო, 2018 • 2411
ვითიბი ბანკმა ბარათიდან ბარათზე გადარიცხვის სერვისი დანერგა

ვითიბი ბანკის ახალი მომსახურება იძლევა თანხის გადარიცხვის შესაძლებლობას საქართველოში რეგისტრირებული ნებისმიერი ბანკის Visa-ს და Mastercard-ის ბარათებს შორის. თანხის გადარიცხვის ტრადიციული გზების გარდა, შესაძლებელი გახდა თანხა მარტივად, პირდაპირ ბარათიდან გადაირიცხოს. ტრანზაქციისთვის საჭიროა, მხოლოდ გამგზავნის ბარათის 16 ციფრიანი ნომრის, მოქმედების ვადის და CVV2/CVC2 კოდის, ხოლო მიმღების შემთხვევაში ბარათის  16 ციფრიანი ნომრის შეყვანა.

ვითიბი ბანკის ბარათებზე თანხის ჩარიცხვა ხდება მომენტალურად, ხოლო სხვა ბანკების ბარათებზე ჩარიცხვის  ვადა განისაზღვრება რამდენიმე წამიდან 30 წუთამდე ინტერვალით.

აღნიშნული მომსახურება ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში, ბანკის ვებ გვერდიდან https://cardtocard.vtb.ge/  ვითიბი ბანკის კლიენტები უახლოეს მომავალში თანხის გადარიცხვას შეძლებენ აგრეთვე ელექტრონული საფულის აპლიკაციიდან MobilePay.

ვითიბი ბანკი,  ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი  ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი