რუსთავში ახალგაზრდა კაცი მეოთხე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

რუსთავში 30 წლამდე კაცი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. ცნობა “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, კაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

გამოძიება სსკ-ს 114-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან