ახალი ამბები

მთავრობას ლარის დასტაბილურების გეგმა აქვს – ირაკლი კობახიძე

13 აგვისტო, 2018 • 2348
მთავრობას ლარის დასტაბილურების გეგმა აქვს – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობას ლარის დასტაბილურების გეგმა აქვს. ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებით ლარი დასტაბილურდება.

“ლართან დაკავშირებით მუდმივი კონსულტაციები გვაქვს მთავრობასთან. მათ აქვთ სათანადო გეგმა იმისათვის, რომ უზრუნველყონ სტაბილურობა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მიზანი იქნება მიღწეული. არის არაერთი გარემოება საერთაშორისო დონეზე, რომელიც, ასე ვთქვათ,  ქმნის გარკვეულ უარყოფით ტენდენციებს, თუმცა, დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგად, სტაბილურობა იქნება უზრუნველყოფილი და ასევე, იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო ტენდენციებიც იქნება ჩვენთვის სახარბიელო“, – აცხდებს ირაკლი კობახიძე.

10 აგვისტოს ლარი 7 თეთრით გაუფასურდა. დღევანდელი ოფიციალური კურსით ერთი აშშ დოლარი 2.53 ლარი, ერთი ევრო კი 2.90 ლარი ღირს. ბლუმბერგის სავალუტო სისტემაში ამ დროისთვის ერთი დოლარის ღირებულება თითქმის 2.60 ლარია. აგვისტოს დასაწყისში ეროვნულმა ბანკმა თვის სავალუტო აუქციონზე 17.5 მლნ აშშ დოლარი დოლარი შეიძინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი