ახალი ამბებიეკონომიკა

ლარი დოლართან 3.5 თეთრით გაუფასურდა

13 აგვისტო, 2018 • 3814
ლარი დოლართან 3.5 თეთრით გაუფასურდა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. მონაცემების მიხედვით, ლარი აშშ დოლართან მიმართებაში თითქმის 4 თეთრით, ევროსთან კი – 2 თეთრით გაუფასურდა. შესაბამისად, ხვალ, 14 აგვისტოს, 1 დოლარის ფასი თითქმის  2.57(2.5694) ლარი იქნება, 1 ევროს შეძენა კი 2.92 ლარად შეგეძლებათ.

დღეს, 13 აგვისტოს მოქმედი კურსით, 1 აშშ დოლარი თითქმის 2.53 ლარი ღირდა, 1 ევროს შეძენა კი 2.90 ლარად შეგეძლოთ.

საქართველოს ეროვნული ვალუტის სწრაფი გაუფასურება 10 აგვისტოდან დაიწყო. სწორედ ამ დღეს, ლარი დოლართან მიმართებაში ერთბაშად 7 თეთრით, ევროსთან კი – 4 თეთრით გაუფასურდა. მანამდე, ლარის კურსი სავალუტო ჯიხურებსა და ბანკებში დაეცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი