ახალი ამბები

ესპანეთში მუსიკალურ ფესტივალზე პლატფორმის ჩანგრევის შედეგად 200-ზე მეტი სტუმარი დაშავდა [ფოტო]

13 აგვისტო, 2018 • 2009
ესპანეთში მუსიკალურ ფესტივალზე პლატფორმის ჩანგრევის შედეგად 200-ზე მეტი სტუმარი დაშავდა [ფოტო]

ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში, Marisquiño-ს მუსიკალურ ფესტივალზე ხის პლატფორმა ჩაინგრა და ზღვაში ჩავარდა. The Guardian-ის ინფორმაციით, მომხდარის შედეგაც 266 ადამიანი დაშავდა, მათგან 5-მა სერიოზული დაზიანებები მიიღო.

ინციდენტი შუარამისას მოხდა, როცა ფესტივალის სტუმრები რეპერ Rels B-ს უსმენდნენ. თვითმხილველების თქმით, პირველი სიმღერის შემდეგ მომღერალმა მსმენელს მოუწოდა, ჰაერში ამხტარიყვნენ რის შემდეგაც, ზღვაზე მოწყობილი პლატფორმა რამდენიმე წამში ლიფტის მსგავსად მოწყდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ გარდაცვლილა, მომხდარს ესპანეთის პოლიცია იძიებს.

ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში,Marisquiño-ს მუსიკალურ ფესტივალზე ხის ოპლატფორმა ჩაინგრა და ზღვაში ჩავარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი