ახალი ამბები

დასავლეთ საქართველოში მომუშავე ადვოკატები ხატიაშვილს უჭერენ მხარს

28 თებერვალი, 2014 • • 1115
დასავლეთ საქართველოში მომუშავე ადვოკატები ხატიაშვილს უჭერენ მხარს

ადვოკატები ზაზა ხატიაშვილის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერების შესაძლო შეგროვებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ზაზა ხატიაშვილის ფუნქცია სწორედ ადვოკატების დაცვაა:

 

“ზაზა ხატიაშვილი არჩეულია ერთხმად ადვოკატთა ასოციაციის წევრების უმრავლესობის მიერ, ის ჩვენი ღირსეული წარმომადგენელია და რაც გააკეთა, აუცილებლად უნდა გაეკეთებინა. ამიტომაც არის თავმჯდომარე, თითოეული ადვოკატის ინტერესი მისი მხრიდან უნდა იყოს დაცული. სამართლიანად და სწორად მოიქცა ბატონი ზაზა, როდესაც გამოვიდა ადვაკატის დასაცავად,” – ამბობს ირმა ბანძელაძე.

 

ადვოკატთა ასოციაციის წევრი ინგა კუპრავა აცხადებს, რომ ზაზა ხატიაშვილი უფლება არ აქვს ადვოკატი არ დაიცვას:


“აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, ონიანი დამნაშავეა, თუ არა. ხატიაშვილი იცავს ადვოკატს, რომელიც მის ასოციაციაში შედიოდა. არავის აქვს უფლება დააყენოს საკითხი იმგვარად, რომ რადგან ზაზამ დაიცვა ადვოკატი, ის გადაყენებული უნდა იყოს თანამდებობიდან. ჩვენ ავირჩიეთ ისეთი თავმჯდომარე, რომელიც ადვოკატებს გვერდით უდგას და ბოლომდე დაუდგება.”

მასალების გადაბეჭდვის წესი