ახალი ამბები

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

13 აგვისტო, 2018 • 2175
ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე ავტოტარნსპორტის მოძრაობა აღდგა.

დეპარტამენტის თქმი, აღნიშნულ გზის კმ12-კმ72 მონაკვეთზე გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ამავე გზის კმ1-კმ11 მონაკვეთზე დასაშვებია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ24-კმ56 მონაკვეთზე ჩამოვიდა მიწა-კლდის მასა, რის გამოც აღნიშნულ გზაზე, 11 აგვისტოდან აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სტიქიის მომენტიდან, ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი ტექნიკა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები გაწმენდით სამუშაოებს 24 საათიან რეჟიმში აწარმოებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი