თბილისში კაცი მოკლეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გუშინ, 11 აგვისტოს ღამეს, თბილისში დოლიძის ქუჩაზე კაცი მოკლეს. მოკლული 42 წლამდეა.

შსს-ს ცნობით, მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღითაა ჩადენილი. გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, შვიდიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com