ახალი ამბები

პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციაში აღარ უნდა იყოს – სალომე ზურაბიშვილი

11 აგვისტო, 2018 • 3831
პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციაში აღარ უნდა იყოს – სალომე ზურაბიშვილი

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილი ავლაბრის რეზიდენციაზე უარს იტყვის. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილიმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ავლაბრის რეზიდენცია სახელმწიფო ფუნქციის მატარებელად უნდა დარჩეს.

“ეს რეზიდენცია სახელმწიფო სიმბოლოა და იქ უნდა შევიდეს  პრემიერი ან საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს საკითხი მთავრობის გადასაწყვეტია. პრეზიდენტი იმ რეზიდენციაში აღარ უნდა იყოს. პრეზიდენტი ისეთ ადგილას უნდა მუშაობდეს, რომელიც მისი ფუნქციების შესაბამისი იქნება,”-ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილმა 6 აგვისტოს საპრეზიდნეტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა დააყენა. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას “ქართულ ოცნება” არ აპირებს. მათ ჯერ არ უთქვამთ, ღიად დაუჭერენ თუ არა მხარს სალომე ზურაბიშვილს, თუმცა “ოცნების” არაერთმა წევრმა ეს მხარდაჭერა ირიბად გამოხატა. საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი