ახალი ამბები

ლაგოდეხის ნაკრძალში მდინარის ადიდების გამო, მეორე ნაპირზე 3 მოზარდია დარჩენილი – საგანგებო

11 აგვისტო, 2018 • 3068
ლაგოდეხის ნაკრძალში მდინარის ადიდების გამო, მეორე ნაპირზე 3 მოზარდია დარჩენილი – საგანგებო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ლაგოდეხში, ნაკრძალის ტერიტორიაზე, მდინარის ადიდების გამო მეორე ნაპირზე დარჩენილია მოზარდების სამკაციანი ჯგუფი. უწყებაში აცხადებენ, რომ ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური, რათა მოხდეს მოზარდების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა.

შენიშვნა: თავდაპირველად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ადიდებული მდინარის მეორე ნაპირზე 6 მოზარდი იყო, თუმცა უწყებამ დააზუსტა, რომ 6 ნაცვლად ნაკრძალის ტერიტორიაზე სამი მოზარდი იყო ჩარჩენილი. “ნეტგაზეთმა” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით, 6 მოზარდის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი