ახალი ამბები

ნინოწმინდაში ორი კაცი მოკლეს

11 აგვისტო, 2018 • 2969
ნინოწმინდაში ორი კაცი მოკლეს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ სათხაში ორი ადამიანი მოკლეს. შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. შემთხვევა გუშინ, 10 აგვისტოს მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობითვე, დაკავებული ამავე სოფელში ცხოვრობს. უწყებაში აცხადებენ, რომ ორი ადამიანის მკვლელობა დანით მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი