ახალი ამბები

აბაშის სოფლებში წყლის დონემ დაიკლო, მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრება – საგანგებო

11 აგვისტო, 2018 • 2937
აბაშის სოფლებში წყლის დონემ დაიკლო, მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრება – საგანგებო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყემსსა და ზანათში წყლის დონემ საგრძნობლად დაიკლო. უწყების ცნობით, მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრება.

“გატარებული ღონისძიებების შედეგად სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს და ვითარების გართულება მოსალოდნელი არ არის,”-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყემსა და ზანათში გუშინ, 10 აგვისსტოს ღამით მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მდინარის ადიდებამ საფრთხე შეუქმნა საცხოვრებელ სახლებსა და მოსახლეობას. ​

მასალების გადაბეჭდვის წესი