ახალი ამბები

აბაშის სოფლებიდან სტიქიის გამო მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

10 აგვისტო, 2018 • 4909
აბაშის სოფლებიდან სტიქიის გამო მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

აბაშის სოფლებში, წყემსა და ზანათში, მდინარე აბაშისწყლის ადიდების გამო, ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ორივე სოფლიდან 25 ოჯახის გამოყვანა იგეგმება.​

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მდინარის ადიდებამ საფრთხე შეუქმნა საცხოვრებელ სახლებსა და მოსახლეობას. ​ადგილზე ამ დროისთვის (22:20 საათი) 50 მეხანძრე-მაშველი​ მუშაობს.

​ადგილზე იმყოფებიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები: ილია ბეგიაშვილი და გიგა კაცია, ასევე საპატრულო პოლიციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

​ორივე სოფელში მობილიზებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მძიმე ტექნიკა, რომლითაც მოსახლეობის ევაკუაცია ხორციელდება.

აბაშის სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

მასალების გადაბეჭდვის წესი