თუ პრეზიდენტად ამირჩევთ, პედოფილებს კასტრაციით დავსჯი – ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილი მოსახლეობას პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში პედოფილების 30-წლიანი პატიმრობითა და სავალდებულო ქიმიური კასტრაციით დასჯას ჰპირდება. ამის შესახებ საქართველოს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“განვლილ 2 წელიწადში დაფიქსირებულია ბავშვებზე სექსუალური ძალადობის 300 შემთხვევა. კატასტროფულია დასჯადი პრაქტიკა, რადგან ასეთ კრიმინალებს საპროცესო გარიგებებსაც კი უფორმებენ. ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ პედოფილიაზე დაწესდება 30 წელი პატიმრობა სავალდებულო ქიმიური კასტრაციით,” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი. ფოტო: ნეტგაზეთი / გიორგი დიასამიძე

  • საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 2018 წლის 28 ოქტომბერს იმართება.

  • ნეტგაზეთის ყველა სიახლე არჩევნებთან დაკავშირებით იხილეთ ამ ბმულზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.