ახალი ამბები

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

10 აგვისტო, 2018 • 2904
ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ12-კმ72 მონაკვეთზე, ავტოტარნსპორტის მოძრაობა აღდგა.

აღნიშნულ გზაზე გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ხოლო ამავე გზის გზის კმ1-11 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შეგახსენებთ, რომ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ28-კმ64 მონაკვეთზე ჩამოვიდა მიწა-კლდის მასა, რის გამოც აღნიშნულ გზაზე, გუშინ საღამოდან აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სტიქიის მომენტიდან, ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი ტექნიკა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები გაწმენდით სამუშაოებს 24 საათიან რეჟიმში უწყვეტად აწარმოებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი