ახალი ამბები

დავით კეზერაშვილი: ძალიან გახარებული ვარ, ამ გადაწყვეტილებას ველოდი

27 თებერვალი, 2014 • • 2454
დავით კეზერაშვილი: ძალიან გახარებული ვარ, ამ გადაწყვეტილებას ველოდი

“რა თქმა უნდა, ველოდებოდი ამას. ძალიან მიხარია, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, იმიტომ, რომ ჩემ წინააღმდეგ აღძრული ორივე საქმე იყო აბსოლუტურად ხელოვნური. საფრანგეთის სასამართლომ ჩათვალა, რომ ეს იყო პოლიტიკური საქმე”, – განაცხადა კეზერაშვილმა.

 

იგი არ აკონკრეტებს საკუთარ გეგმებს. ჟურნლაისტების კითხვას, საფრანგეთში დარჩება, თუ ქვეყანას დატოვებს, ასე უპასუხა: 

 

“მაგას მოვიფიქრებ, ჯერ არ ვიცი”.

 

საფრანგეთის ექს-ან პროვანსის სასამართლომ ქართულ მხარეს დავით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე უარი უთხრა. კეზერაშვილის ადვოკატის შოთა მინდელის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ უახლოეს ხანებში კეზერაშვილს შინაპატიმრობა მოეხსნება და იგი სხვა ქვეყნებში გადაადგილებას თავისუფლად შეძლებს, ხოლო მისი საქმის განხილვა თბილისში ჩვეულებრივად გაგრძელდება.

 

კეზერაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით აქვს წაყენებილი – საჯარო მოხელის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის მოთხოვნის და ქრთამის მიღების, ასევე, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულის ჩადენის მუხლით აქვს წაყენებული. იგი ასევე ბრალდებულია “თბილსერვის ჯგუფის საქმეზეც გიგი უგულავასთან ერთად. ერთი ეპიზოდი ეხება თბილსერვის ჯგუფში 700–ზე მეტი მოქალაქის დასაქმებას, ხოლო მეორე ეპიზოდი ეხება ტელეკომპანია “იმედის” უკანონოდ მითვისებას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი