ახალი ამბები

თუ მათ აქვთ დოლარები, ჩვენ გვყავს ალაჰი – ერდოღანი ლირის გაუფასურებასა და სანქციებზე

10 აგვისტო, 2018 • 27261
თუ მათ აქვთ დოლარები, ჩვენ გვყავს ალაჰი – ერდოღანი ლირის გაუფასურებასა და სანქციებზე

თურქული ლირის რეკორდული გაუფასურების ფონზე, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავისი მმართველობისას მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. Reuters-ის ცნობით, ქალაქ რიზეში მხარდამჭერთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ერდოღანმა ხალხს მოუწოდა, “ნუ აყვებიან რიგ კამპანიებს”.

“არ დაგავიწყდეთ, თუ მათ აქვთ დოლარები, ჩვენ გვყავს ჩვენი ხალხი, გვყავს ალაჰი. ჩვენ დაუღალავად ვშრომობთ. შეხედეთ, რა ვიყავით 16 წლის წინ და შევხედოთ ჩვენს თავებს ახლა”, – თქვა მან.

პრეზიდენტს ლირის გაუფასურების შეჩერების, ისევე როგორც ამერიკასთან  დაძაბული ურთიერთობების დარეგულირების გზებზე კონკრეტული არაფერი უთქვამს.

ერდოღანის არჩევნებში გამარჯვებისა და ძალაუფლების მკვეთრად გაზრდიდან 1 თვეში, თურქეთის ეროვნული ვალუტა გაუფასურების ახალ რეკორდებს ხსნის.

“ბლუმბერგის” ცნობით, მხოლოდ დღეს, პარასკევს, თურქეთის ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან 13.5%-ით გაუფასურდა, რითაც ახალი რეკორდი მოხსნა. ამ დროისთვის, 1 აშშ დოლარის ღირებულება 5.90-6.00 ლირას შორის მერყეობს. ლირის მდგომარეობა ამერიკის მიერ გასულ კვირას დაწესებულმა სანქციებმა მნიშვნელოვნად გააუარესა.

მანამდე:

თურქული ლირა რეკორდულად უფასურდება

გაგრძელება:

თუ მათ აქვთ აიფონი… ჩვენ გვაქვს ვესტელი – ერდოღანი ამერიკული ნაწარმის ბოიკოტს აანონსებს

მასალების გადაბეჭდვის წესი