ახალი ამბები

ტრამპის სიდედრ-სიმამრმა ამერიკის მოქალაქეობა მიიღეს

10 აგვისტო, 2018 • 3973
ტრამპის სიდედრ-სიმამრმა ამერიკის მოქალაქეობა მიიღეს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ცოლის დედ-მამამ, სლოვენიელმა ვიქტორ და ამალია კნაუსებმა 9 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობა მიიღეს. BBC-ის ცნობით, როგორც ადვოკატმა თქვა, კნაუსები აშშ-ში “მწვანე ბარათის” პროგრამით 5 წლის განმავლობაში ტრამპის დაფინანსებით ცხოვრობდნენ, რაც საკმარისი პირობაა მოქალაქეობის მისაღებ.

დონალდ ტრამპი ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდიდან და შემდეგ უკვე პრეზიდენტობისას ეწინააღმდეგებოდა მოქალაქეობის მიღების ე.წ. ჯაჭვურ პრინციპს, რაც გულისხმობს აშშ-ის მოქალაქეობის მქონე პირის მიერ აშშ-ში თავისი ოჯახის წევრების ჩაყვანასა და მათთვის მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივებას. ტრამპის მოსაზრებით, ეს არის მსოფლიოში “ყველაზე სულელური საიმიგრაციო პოლიტიკა”. აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამერიკის მოქალაქეობა მხოლოდ პროფესიული ნიშნით, იმ ადამიანებზე უნდა გაიცეს, ვინც სასარგებლო იქნება ქვეყნის შრომითი ბაზრისთვის და არ უნდა გაიცეს ნათესაური კავშირების გამო.

მელანია ტრამპი აშშ-ის მოქალაქე 2006 წელს გახდა. მანამდე ის, მშობლების მსგავსად, სლოვენიის მოქალაქე იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი