როგორც ჩვენ, ასევე ფესტივალის ორგანიზატორები, ვემიჯნებით პუტინის რეპრესიულ რეჟიმს – Bassiani

Bassiani-ის თანადამფუძნებელი, ზვიად გელბახიანი ამბობს, რომ Bassiani პუტინის რუსეთის ძალადობრივ პოლიტიკას ეწინააღმდეგება. გელბახიანი ასევე განმრტავს, რატომ მიიღეს მოსკოვში დაგეგმილ ფესტივალზე დაკვრის გადაწყვეტილება.

ნეტგაზეთთან საუბარში გელბახიანი ხაზს უსვამს რომ, როგორც Bassiani , ასევე ფესტივალის ორგანიზატორები პუტინის რუსეთის ძალადობრივ პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან.

როგორც მან ნეტგაზეთთან საუბარში აღნიშნა, ფესტივალის ორგანიზატორები Bassiani-ს მაისის მოვლენების დროს მხარდაჭერას უცხადებდნენ და სრულად იზიარებენ იმ ღირებულებებს, რა ღირებულებების დასაცავადაც აქციები იმართებოდა.

“უპირველეს ყოვლისა, ჩემს პოლიტიკურ პოზიციას დავაფიქსირებ, რომ ,რა თქმა უნდა, პუტინის რუსეთი და რუსეთი ამ ქვეყნის პირველი მტერია. ზოგადად, რაც 12 მაისს ბასიანს თავს დაატყდა, ეს იყო იმ ჩამპალი სისტემის სახე, რომელიც სამწუხაროდ, საქართველოში იჩენს თავს და უფრო მეტად, არის რუსეთში. თუმცა, არსებობენ ადამიანები, იქაც და აქაც, რომლებიც 12 მაისს გვერდში გვედგნენ და ეს ადამიანები, რომლებიც ახლა მოსკოვში ამ ივენთს ორგანიზებას უწევდნენ, ჩვენთან ერთად იყვნენ 12 მაისსაც და მათ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობთ.

ამ ივენთის ერთ-ერთი ორგანიზატორი არის Red Bull Academy , ელექტრონული მუსიკის აკადემია, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდია. მე მგონი, საზოგადოება შეცდომაშია შეყვანილი და არ აქვთ სწორი ინფორმაცია, თუ ვის მიერ ტარდება ეს ღონისძიება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ ღონისძიების ორგანიზატორები მუდმივ რეპრესიებში არიან, როგორც ჩვენ – თბილისში და , მას შემდეგ, რაც 12 მაისს, ჩვენ გავიმარჯვეთ, ამ ჩამპალ და ძალადობრივ სისტემაზე, ამ ხალხს უნდა, რომ ჩვენი ,Bassiani-ს, როგორც გამაჯრვების სახე, დაპატიჟოს მოსკოვში გამართულ ღონისძიებაზე, კიდევ ვიმეორებ, ეს ხალხი არის პუტინის პოლიტიკის მოწინააღმდეგე და იზიარებს, იმ ღირებულებებს, რა ღირებულებების დასაცავააც ჩვენ 12 მაისს ქუჩაში გავედით,” – გვიყვება ზვიად გელბახიანი.

კლუბ Bassiani-ის რეზიდენტები მოსკოვში, Red Bull-ის მუსიკალური ფესიტვალის ფარგლებში დაუკრავენ. ამის შესახებ განცხადებას ფესტივალის ფეისბუკ გვერდზე ვკითხულობთ.

ღონისძიების,  აღწერაში ასევე ვკითხულობთ, 12-13 მაისს თბილისში კლუბ Bassiani-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე , სადაც ხაზგასმულია, რომ We Dance Together, We Fight Together! მოძრაობით თბილისელმა რეივერებმა მათი უფლებებისა და ღირსების დაცვა თამამად და ღიად მოითხოვეს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან