ქუთაისში, მდინარე რიონში გადავარდნილი კაცი, მაშველების მისვლამდე ჯარისკაცმა გადაარჩინა

ქუთაისში, მდინარე რიონში გადავარდნილი კაცი, მაშველების მისვლამდე მე-3 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცმა გოგა გოგლიჩაძემ გადაარჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით , ჯარისკაცი ხიდზე იმყოფებოდა, როდესაც შენიშნა, რომ 60-წლამდე კაცი მდინარეში გადახტა. ის წყალში შევიდა, რათა მაშველების მისვლამდე კაცი მდინარის დინებას არ გაეტაცა.

ქუთაისში მაშველებმა დღეს 9 აგვისტორს რიონში გადავარდნილი კაცი ამოიყვანეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი კაცი ქუთაისში, წითელი ხიდიდან გადახტა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

  • ამბის გაგრძელება:

რიგითი, რომელმაც რიონში გადავარდნილი კაცი გადაარჩინა, „გლოკით“ დააჯილდოვეს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან