ახალი ამბები

ავტობანზე ქვეითს მანქანა დაეჯახა, რამაც 7 ავტომობილის შეჯახება გამოიწვია

9 აგვისტო, 2018 • 4269
ავტობანზე ქვეითს მანქანა დაეჯახა, რამაც 7 ავტომობილის შეჯახება გამოიწვია

ავტობანზე, ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, რამაც 7 მანქანის შეჯახება გამოიწვია.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად მხოლოდ ქვეითად მოსიარულე დაშავდა და ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მომხდარის გამო ავტობანზე დროებით მოძრაობა შეფერხებული იყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზინაება გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი