ტობა-ვარჩხილზე ტურისტი ქალების კარავში შეღწევის მცდელობისთვის 1 პირი დააკავეს

სამეგრელოში, ტობა-ვარჩხილის ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქე კაცი გერმანელი ტურისტების კარავში შეღწევას ცდილობდა. კარავში ორი ახალგაზრდა ქალი იმყოფებოდა.

ტურისტებმა 112-ში დარეკეს, რის შემდეგაც ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მივიდა. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამველებმა 45 წლამდე კაცი დააკავეს, რომელიც ბრალს აღიარებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-150 მუხლით მიმდიანრეობს, რაც იძულების მცდელობს გულისხმობს.

ტობა-ვარჩხილი, სამეგრელო. ფოტო: ავტოსტოპერები

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.