ახალი ამბები

ზაზა სარალიძე სექტემბრიდან აქციების განახლებას გეგმავს

9 აგვისტო, 2018 • 4317
ზაზა სარალიძე სექტემბრიდან აქციების განახლებას გეგმავს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე სექტემბრიდან აქციების დაწყებას გეგმავს და ხალხს თანადგომას სთხოვს. ზაზა სარალიძის თქმით, აქციის მოთხოვნა დავით სარალიძის მკველობაში მონაწილე პირების დასჯასთან ერთად, ქვეყანაში შერჩევითი სამართლის დასრულებაც იქნება.

“უკან დახევას არ ვაპირებ. ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მთელი სახელმწიფო აპარატი ჩემ განეიტრალებას ცდილობს, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლები არიან ჩარეული ჩემი შვილის მკვლელობის საქმის გაყალებაში. სექტემბრიდან ვაპირებ აქციების გაგრძელებას და დამჭირდება ხალხის გვერდით დგომა. აქციების მოთხოვნა იქნება არა მარტო ჩემი შვილის საქმის გახსნა, არამედ ქვეყანაში შერჩევითი სამართალის დასრულება,” – აცხადებს ზაზა სარალიძე.

დღეს, 9 აგვისტოს საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის სამი პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ზაზა სარალიძის შეფასებით, მოსამართლეს დანაშაულის შეუტყობლობის ბრალდებით დაკავებულები ზეწოლის შედეგად გაათავისუფლებინეს.

“დღევანდელი ფაქტი, როცა სასამართლო პროცესიდან დანაშაულის დაფარვაში ბრალდებული პირები გაათავისუფლეს, უკვე მეტისმეტი იყო. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ იყო მოსამართლის გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება მას ძალით მიაღებინეს. მათი მიზანია ზაზა სარალიძე მწყობრიდან გამოიყვანონ. ისინი მწყობიდან ვერ გამომიყვანენ. სამართლებრივი გზით დავუმტკიცებ, რომ შერჩევითი სამართალი უნდა მოისპოს ამ ქვეყანაში. სიმართლე გითხრათ, ეს გადაწყვეტილება არ გამკვირებია,” – ამბობს ზაზა სარალიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი