ვარკეთილში კაცი მოკლეს

თბილისში, ვარკეთილში კაცი მოკლეს. შსს-ს ინფორმაციით, სროლის შედეგად დაჭრილია კიდევ ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. უწყებაში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ ამ ეტაპზე დაკავებული არავინ არის და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

გამოძიება სსკ-ის 108-ე და 19/109-ე მუხლებით მიმდინაოებს. შემთხვევა გუშინ, 8 აგვისტოს ღამით მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი კაცი 40 წლამდე იყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.