ახალი ამბები

ახალციხის სასამართლომ გაუპატიურებაში ბრალდებულს პატიმრობა 6.5 წლით მიუსაჯა

9 აგვისტო, 2018 • 2141
ახალციხის სასამართლომ გაუპატიურებაში ბრალდებულს პატიმრობა 6.5 წლით მიუსაჯა

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გაუპატიურების ჩადენის ფაქტზე  ბრალდებული .. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137- მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 19 დეკემბერს, ვალეში ..-მ ფიზიკური ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მსხვერპლთან მისსავე საცხოვრებელ სახლში, სქესობრივი კავშირი დაამყარა.

როგორც პროკურატურა ამბობს, სამართალდამცველებმა .. იმავე დღეს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ვალეში დააკავეს.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ .. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა  განუსაზღვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი