ახალი ამბები

საქართველოს სხვა ქვეყნის საზღვრები არ დაურღვევია, შესაბამისად ომს ვერ დაიწყებდა – ჯაფარიძე

8 აგვისტო, 2018 • 4022
საქართველოს სხვა ქვეყნის საზღვრები არ დაურღვევია, შესაბამისად ომს ვერ დაიწყებდა – ჯაფარიძე

“გირჩის” პრეზდენტობის კანდიდატი ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოოს არცერთი სხვა ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღრები არ დაურღვევია, შესაბამისად ომს საქართველო ვერ დაიწყებდა.

ჯაფარიძის თქმით, საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების დარღვევაზე, რაც შეიძლება განხილული იქნას როგორც ომის დაწყება. სამშვიდობო ხელშეკრულება კი ჯაფარიძის განცხადებით, რუსეთის მხრიდან, თანაც არაერთხელ დაირღვა:

გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატმა კონფლიქტის მიმდინარეობაც გაიხსენა. ჯაფარიძის თქმით,  7 აგვისტომდე ქართული სოფლები იბომბებოდა ისეთი სამხედრო შეიარაღებით, რომელიც აკრძალული იყო ‘კონფლიქტის ზონაში’ და ის იქ შეეძლო შეეტანა და გამოეყენებინა მხოლოდ რუსულ სამხედრო შენაერთებს:

“ეს დადასტურებულია ეუთოს დამკვირვებლების მიერ. 7 აგვისტომდე რუსეთის “სამშვიდობოების” უფროსმა, კულახმეტოვმა, ეუთოს დამკვირვებლებს ამ დაბომბვების თაობაზე განუცხადა რომ ის ვერ აკონტროლებდა სიტუაციას და, შესაბამისად, ვერ შეაჩერებდა დაბომბვას. ესაც დადასტურებულია ეუთოს დამკვირვებლების მიერ. ეს ყველაფერი ასევე წერია ტალიავინის დასკვნაშიც. ანუ, “სამშვიდობო” ხელშეკრულების დარღვევაც, თან არაერთხელ, მოხდა რუსეთის მხრიდან, და თუ ამას განიხილავს ვინმე ომის დაწყებად – ომი ამ თვალსაზრისითაც რუსეთმა დაიწყო” – ამბობს ჯაფარიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი