ახალი ამბები

ფიფამ ნიგერიის ნაკრების შესაძლო თამაში ოკუპირებულ აფხაზეთში უარყო – GFF

8 აგვისტო, 2018 • 2487
ფიფამ ნიგერიის ნაკრების შესაძლო თამაში ოკუპირებულ აფხაზეთში უარყო – GFF

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციიდან მიიღს წერილი, სადაც ხაზგასმულია, რომ ფიფას მონაცემთა ბაზებში არ იძებნება არანაირი ინფორმაცია ნიგერიის ახალგაზრდული ნაკრების შესაძლო თამაშზე საქართველოს აფხაზეთის რეგიონში.

“მეტიც, აფრიკის კონტინენტზე ფიფას ოფიციალური წარმომადგენელი ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას დაუკავშირდა, სადაც ოფიციალურად უარყვეს ინფორმაცია ნიგერიის რომელიმე ასაკობრივი ნაკრების სოხუმში ჩასვლის თაობაზე,” – ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

მედიით რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ნიგერიის ახალგაზრდული ნაკრები აპირებდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ჩასვლას, ხოლო ამ ვითარების გასარკვევად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციასა და ნიგერიის ფეხბურთის ასოციაციას მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი