ახალი ამბები

სასამართლომ კორცხელის ინციდენტში ბრალდებულები დამნაშავედ სცნო

8 აგვისტო, 2018 • 2419
სასამართლომ კორცხელის ინციდენტში ბრალდებულები დამნაშავედ სცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 2016 წლის კორცხელის ინციდენტში მონაწილე ბრალდებულები დამნაშავედ სცნო. სასამართლოს ცნობით, მოსამართლემ პროკურატურის მუხლი გადააკვალიფიცირა და ბრალდებულებს ფულადი ჯარიმა დააკისრა.

Reginfo-ს ცნობით, ბრალდებულ გიორგი გოგიძეს მოსამართლემ 3 000 ლარის, გიორგი გიგაურს 4 000 ლარის, ნოშრევან წურწუმიას 5 000 ლარის, კობა ტყეშელაშვილს 6 000 ლარის, ვლადიმერ გეგეშიძეს კი 7 000 ლარის  გადახდა დაევალა. როგორც “ნეტგაზეთს” სასამართლოში განუცხადეს, ერთი ბრალდებული სასამართლო პროცესების დასრულებამდე გარდაიცვალა.

პროკურატურა ბრალდებულებს ხულიგნობაში ადანაშაულებდა, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებით, ის ცემის მუხლზე გადაკვალიფიცირდა.

სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანზე 2016 წლის 22 მაისს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საარჩევნო უბანთან შეკრებილმა პირებმა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს: ნიკა მელიას, გიგა ბოკერიასა და კიდევ რამდენიმე წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი