ბია საერთაშორისო გამოფენა ქიშ ინვექსის ოფიციალური პარტნიორია

2018 წლის 22-25 ოქტომბერს, ირანში, ქიშის კუნძულზე უკვე მეხუთედ იმართება საერთაშორისო გამოფენა ქიშ ინვექს 2018, რომლის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და დსთ-ს ქვეყნებში ბია იქნება. „ქიშ ინვექსს“ 23 ქვეყნიდან 10 000-ზე მეტი დელეგატი დაესწრება.

ირანი მეორე ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში. მისი მზარდი ეკონომიკა ერთი მხრივ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს ქმნის უცხოელი ინვესტორებისთვის, ხოლო მეორე მხრივ ირანულ ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას ინვესტირება განახორციელონ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ისეთ სექტორებში, როგორებიც არის:

  • ენერგეტიკა
  • ტურიზმი
  • სოფლის მეურნეობა
  • მშენებლობა და უძრავი ქონება
  • ტრანსპორტირება და სხვა

„ქიშ ინვექს 2018“ დამსწრეებს საშუალებას მისცემს დაამყარონ სავაჭრო-პარტნიორული ურთიერთობები ირანელ და საერთაშორისო ინვესტორებთან. ღონისძიების ფარგლებში, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები თავიანთ პროდუქტსა და მომსახურებას გააცნობენ საერთაშორისო ინვესტორებს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.

ბია უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს კომპანიებს საქართველოდან და დსთ-ს ქვეყნებიდან, ისარგებლონ სპეციალური, 30%-იანი ფასდაკლებით და მიიღონ მონაწილეობა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაში. გარდა ამისა, ბია მზად არის დაინტერესებულ კომპანიებს სრული მხარდაჭერა გაუწიოს განთავსებისა და ლოჯისტიკური საკითხების მოგვარებაში. გამოფენაში მონაწილეობის შესახებ პასუხები მიიღება არაუგვიანეს 1 სექტემბრისა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი