ახალი ამბები

კალიფორნიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ხანძარს 14 ათასი მეხანძრე ებრძვის

7 აგვისტო, 2018 • 2632
კალიფორნიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ხანძარს 14 ათასი მეხანძრე ებრძვის

“მენდოსინოს კომპლექსური ხანძარი” – ასე შეარქვეს კალიფორნიის ისტორიაში ყველაზე ფართომასშტაბიან ტყის ხანძარს, რომლის ჩასაქრობადაც, NBC-ის ინფორმაციით, 14 ათასი მეხანძრე იბრძვის.

ხანძარმა, რომელიც 27 ივლისს გაჩნდა, 6 აგვისტოს გავრცელების რეკორდულ მაჩვენებელს, 114 000 ჰექტარზე მეტს, მიაღწია. როგორც კალიფორნიის ტყის დეპარტამენტი განმარტავს, ხანძრის არეალის გაფართოებას ხელი შეუწყო ზღვიდან წამოსულმა მშრალმა და ცხელმა ჰაერის მასებმა.

ამ დროისთვის მიმდებარე ტერიტორიიდან ათასობით ადამიანია ევაკუირებული. ცეცხლმა ასობით საცხოვრებელი სახლი და 11 000-მდე სხვა სახის ნაგებობა დააზიანა.

გარდა ამისა, ხანძარს იმდენად დიდი დაკვამლიანება მოჰყვა, რომ ჯანდაცვის წარმომადგენლები მოსახლეობას სახლში დარჩენას ურჩევენ.

27 ივლისს , ხანძრის გამო, დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ცეცხლი კალიფორნიის შტატში. ფოტო: EPA-EFE/JOHN G. MABANGLO

ცეცხლი კალიფორნიის შტატში. ფოტო: EPA-EFE/JOHN G. MABANGLO

ცეცხლი კალიფორნიის შტატში. ფოტო: EPA-EFE/JOHN G. MABANGLO

ცეცხლი კალიფორნიის შტატში. ფოტო: EPA-EFE/ALAN SIMMONS

ცეცხლი კალიფორნიის შტატში. ფოტო: EPA-EFE/US FOREST SERVICE

მასალების გადაბეჭდვის წესი