ახალი ამბები

ლიეტუვის, ლატვიისა და პოლონეთის პრეზიდენტები კონფლიქტისპირა ზონას ესტუმრნენ

7 აგვისტო, 2018 • 2215
ლიეტუვის, ლატვიისა და პოლონეთის პრეზიდენტები კონფლიქტისპირა ზონას ესტუმრნენ

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან ლიეტუვის, ლატვიისა და პოლონეთის პრეზიდენტები, ასევე უკრაინის ვიცე-პრემიერი.

საქართველოს მეგობარი სახელმწიფოების ლიდერები დღეს, 7 აგვისტოს, იმყოფებოდნენ კონფლიქტისპირა სოფელ ოძისში და კიდევ ერთხელ გამოხატეს ღია მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მათ დაგმეს რუსული ოკუპაცია და ასევე ხაზი გასუვეს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობას კონფლიქტის დარეგულირების საკითხში.

დღეს გავიდა 10 წელი მას შემდეგ, რაც რუსეთის არმია საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა. აღნიშნულ ომს ემსხვერპლა საქართველოს ასეულობით მოქალაქე, განადგურდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, ქვეყნის ტერიტორიის 20% კი რუსეთმა დაიპყრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი