ახალი ამბები

გერმანიაში მოხუცთა თავშესაფრიდან ორი კაცი მეტალ ფესტივალზე დასასწრებად გაიპარა

6 აგვისტო, 2018 • 21864
გერმანიაში მოხუცთა თავშესაფრიდან ორი კაცი მეტალ ფესტივალზე დასასწრებად გაიპარა

განახლება: მას შემდეგ, რაც ამბავი მსოფლიოს არაერთმა გამოცემამ გაავრცელა, გერმანიის პოლიციამ ისტორიის ახალი დეტალები გაასაჯაროვა. ინფორმაციის მიხედვით, თავშესაფრიდან წასულები მენტალურად დაავადებულნი იყვნენ, არ ყოფილან მოხუცები და არც უშუალოდ მუსიკალურ ფესტივალს დასწრებიან. ვრცლად, წაიკითხეთ აქ.

გერმანიაში, ვაკენის მუნიციპალიტეტში მდებარე მოხუცთა თავშესაფრიდან ორი კაცი მძიმე მეტალის ფესტივალზე დასასწრებად გაიპარა. ამის შესახებ Deutche Welle გერმანიის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.

თავშესაფრის თანამშრომლებმა პარასკევს, საღამოს შენიშნეს, რომ კაცები თავიანთ ოთახებში არ იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც პოლიციას მიმართეს. სამართალდამცავებმა შუაღამისას, 03:00-ზე მოხუცებს მძიმე მეტალის ფესტივალზე, Wacken Open Air-ზე მიაგნეს.

კაცები ფესტივალის ტერიტორიის საკუთარი ძალებით დატოვებას ვერ ახერხებდნენ, რის გამოც მათ პოლიცია დაეხმარა და თავშესაფარში დააბრუნა. როგორც პოლიციის სპიკერმა აღნიშნა, მათ ორიენტაციის შენარჩუნება უჭირდათ, “თუმცა მუსიკალური ფესტივალი მოსწონდათ”.

Wacken Open Air მძიმე მეტალის უდიდესი ფესტივალია, რომელიც წელს 29-ედ ჩატარდა. ღონისძიებას 75 000 ადამიანი დაესწრო.

“მეტალ ფესტივალზე გაპარული მოხუცების” ამბავი – რა მოხდა სინამდვილეში?

მასალების გადაბეჭდვის წესი