ახალი ამბები

გია ვოლსკი: ბოლო განცხადებებით საპატრიარქო პოლიტიკურ ნაწილში არ გადასულა

6 აგვისტო, 2018 • 2484
გია ვოლსკი: ბოლო განცხადებებით საპატრიარქო პოლიტიკურ ნაწილში არ გადასულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის აზრით, საპატრიარქოს რიტორიკა მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებასთან დაკავშირებით, სხვა ინსტიტუტებმაც უნდა განაგრძონ. მისი თქმით, “სწავლება” ნარკოტიკის წინააღმდეგ უნდა გაძლიერდეს, თუმცა პოლიტიკურ ნაწილში შესვლის გარეშე.

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, ხომ არ უგულებელყოფს ილია მეორისა და მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა წარმომადგენელთა განცხადებები სახელმწიფო ინსტიტუტების როლს, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ასე არ ფიქრობს.

“არ მგონია. საპატრიარქოს თავის პოზიცია აქვს ამასთან დაკავშირებით. რაც უფრო ინტენსიური იქნება არამხოლოდ საპატრიარქოს, არამედ ყველა რელიგიური კონფესიის სწავლება და ანტინარკოტიკული პროპაგანდა, მათ შორის, მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით,  იქნება ძალიან კარგი. მე არ ვგულისხმობ პოლიტიკურ ნაწილში შემოსვლას”, – თქვა მან.

ვოლსკი საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელ განცხადებებსაც გამოეხმაურა, რომელთა შორისაც პატრიარქის მოსაყდრე შიოს თანაშემწის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მოწოდებაცაა. დეპუტატის თქმით, სასამართლოს გაუქმება სახელმწიფოს დააზიანებს, ამიტომ მან ნარკოტიკულ საშუალებებზე კონტროლის მექანიზმები უნდა გაამკაცროს. კითხვას, შევიდა თუ არა საპატრიარქო ბოლოდროინდელი განცხადებებით პოლიტიკურ ნაწილში, ვოლსკიმ ასე უპასუხა:

“საპატრიარქო არ შესულა… იყო ცალკეული განცხადებები, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უნდა გაუქმდეს. ეს პოლიტიკური ნაწილია და არ მგონია, სახელმწიფოსთვის სასარგებლო იყოს ამ გადაწყვეტილების მიღება. სახელმწიფოს დააზიანებს ეს თემა, მაგრამ, რეალურად, რა იდეის გამოც წარმოიშვა ეს დამოკიდებულება ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის აზრით, საპატრიარქოს რიტორიკა მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებასთან დაკავშირებით, სხვა ინსტიტუტებმაც უნდა განაგრძონ. მისი თქმით, “სწავლება” ნარკოტიკის წინააღმდეგ უნდა გაძლიერდეს, თუმცა პოლიტიკურ ნაწილში შესვლის გარეშე.

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, ხომ არ უგულებელყოფს ილია მეორისა და მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა წარმომადგენელთა განცხადებები სახელმწიფო ინსტიტუტების როლს, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ასე არ ფიქრობს.

“არ მგონია. საპატრიარქოს თავის პოზიცია აქვს ამასთან დაკავშირებით. რაც უფრო ინტენსიური იქნება არამხოლოდ საპატრიარქოს, არამედ ყველა რელიგიური კონფესიის სწავლება და ანტინარკოტიკული პროპაგანდა, მათ შორის, მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით,  იქნება ძალიან კარგი. მე არ ვგულისხმობ პოლიტიკურ ნაწილში შემოსვლას”, – თქვა მან.

ვოლსკი საკონსტიტუცუო სასამართლოს გაუქმებასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელ განცხადებებსაც გამოეხმაურა, რომელთა შორისაც პატრიარქის მოსაყდრე შიოს თანაშემწის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მოწოდებაცაა. დეპუტატის თქმით, სასამართლოს გაუქმება სახელმწიფოს დააზიანებს, ამიტომ მან ნარკოტიკულ საშუალებებზე კონტროლის მექანიზმები უნდა გაამკაცროს. კითხვას, შევიდა თუ არა საპატრიარქო ბოლოდროინდელი განცხადებებით პოლიტიკურ ნაწილში, ვოლსკიმ ასე უპასუხა:

“საპატრიარქო არ შესულა… იყო ცალკეული განცხადებები, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უნდა გაუქმდეს. ეს პოლიტიკური ნაწილია და არ მგონია, სახელმწიფოსთვის სასარგებლო იყოს ამ გადაწყვეტილების მიღება. სახელმწიფოს დააზიანებს ეს თემა, მაგრამ, რეალურად, რა იდეის გამოც წარმოიშვა ეს დამოკიდებულება ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგნელის მხრიდანაც, ეს სერიოზული ფაქტია და მას შესაბამისად სჭირდება ხელის მოკიდება.

საჭიროა მაქსიმალური კონტროლი. საკონსტიტუციო სასამართლოს სტატუსის მიუხედავად, საქართველოში თუ მსოფლიოში ეს პრობლემა არ შეწყდება. ამიტომ, სხვა გზები უნდა გამოვნახოთ, გავწიოთ ძალიან მკაცრი კონტროლი და ამავე დროს, უნდა იყოს სახელმწიფოს დამოკიდებულება ამ სენით დაავადებულ ადამიანთა მიმართ არა რესპრესიული, არამედ საგნმანათლებლო, სამკურნალო და ყველა საზოგადოებრივი ინსტიტუტის მხრიდან პროპაგანდა უნდა იყოს ამის წინააღმდეგ”.

ვოლსკის განცხადებით, პარლამენტმა ახალი რეგულაციების თემაზე უნდა იმსჯელოს და შესაბამისი კანონს, სავარაუდოდ, სექტემბერში მიიღებს.

“რეგულაციები უნდა იყოს ისეთი, რომელიც ყველანაირად შეუწყობს ხელს სახელმწიფოს, [ნარკოტიკების] გავრცელების, გაყიდვისა და ახალგაზრდობის მოწამლვის წინააღმდეგ. ამის მექანიზმები არსებობს, ამის შესახებ ვსაუბრობთ და ვფიქრობ, სექტემბერში შესაბამის კანონსაც მივიღებთ”, – უთხრა ვოლსკიმ “ნეტგაზეთს”.


საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებიდან დღემდე, გადაწყვეტილებას საპატრიარქო რამდენჯერმე გამოეხმაურა.საკვირაო ქადაგებისას, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება “ერის მტრობად” შეაფასა. საპასუხოდ, “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ პატრიარქის განცხადებას საბჭოთა კავშირში დაბრუნების მცდელობა უწოდა.

ერთი დღით ადრე, 4 აგვისტოს, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ ფეისბუქზე განცხადება გაავრცელა, რომლითაც მიტროპოლიტ დიმიტრის სახელითა და მისი ლოცვა-კურთხევით მოქალაქეებს საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ აქციის შესახებ შეატყობინა. შეკრება ბათუმში დღეს გაიმართება.

მანამდე, 31 ივლისს კი მოსაყდრე შიოს თანაშემწემ, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ “იმედთან” საუბრისას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება “ერის ღალატად” შეაფასა და აღნიშნა, რომ ის “საერთოდ გასაუქმებელია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი