ახალი ამბები

დაკავებულის ჩხრეკისას ამოღებულია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ატრიბუტიკა – სუს

6 აგვისტო, 2018 • 2180
დაკავებულის ჩხრეკისას ამოღებულია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ატრიბუტიკა – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს მოქალაქე მალხაზ ტ.-ს მიმართ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე  (საქართველოს სსკ-ის 328-ე მუხლით). თუმცა, როგორც სუს აცხადებს, ის ამ ბრალდებით არ არის დაკავებული.

სამართალდამცავი უწყების ცნობით, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, აღნიშნული პირი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით).

როგორც სუს იტყობინება, მალხაზ ტ-ს საცხოვრებელი სახლისა და სამსახურის ჩხრეკისას ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, ასევე ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” სიმბოლიკიანი დროშები და სხვადასხვა ატრიბუტიკა.

დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი