ახალი ამბები

ესპანეთში ქართველი “კანონიერი ქურდები” დააკავეს

5 აგვისტო, 2018 • 4334
ესპანეთში ქართველი “კანონიერი ქურდები” დააკავეს

ესპანეთის პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მალაგაში, ქალაქ მარბელაში 3 ე.წ. კანონი ქურდი დააკავეს, რომელთაგან ორი ქართველია.

როგორც პოლიცია აცხადებს, აღნიშნული სპეცოპერაცია არის მიმდინარე წლის ივნისში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის გაგრძელება, რა დროსაც ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების 129 წევრი დააკავე, მათ შორის, 7 ე.წ. კანონიერი ქურდი. დაკავებულები სწორედ ამავე ორგანიზაციის წევრები იყვნენ და როგორც ეპანეთის პოლიცია აცხადებს, ჯგუფის გავლენიანი წევრების დაპატიმრების შემდეგ ორგანიზაციის რესტრუქტურიზაციას გეგმავდნენ. გარდა ამისა, მათ მიზანს წარმოადგენდა კონკურენტი დაჯგუფების ლიდერის მკვლელობა, რომელსაც თავისი დაჯგუფების ესპანეთში გაძლიერება სურდა.

ft5cCTTZ
en
Videos

ესპანელი სამართალდამცავების ცნობით, დაკავებულებს ბრალად ედებათ როგორც მკვლელობის მომზადება, ისე დოკუმენტების გაყალბება. ესპანეთის პოლიცა ამბობს, რომ გააგრძელებს ბრძოლას რუსულ მაფიოზურ დაჯგუფებასთან, რომლის წევრებიც არიან აღნიშნული დაკავებულები.

მასალების გადაბეჭდვის წესი