ავტომაგისტრალზე, სოფელ ფერმასთან ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა. როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პირველადი ინფორმაციით, სამგზავრო ავტობუსი ტრაილერს შეეჯახა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.