ახალი ამბები

“ეფლი” პირველი კომპანია გახდა, რომლის ღირებულებაც 1 ტრილიონი დოლარია

3 აგვისტო, 2018 • 2630
“ეფლი” პირველი კომპანია გახდა, რომლის ღირებულებაც 1 ტრილიონი დოლარია

ამერიკული “ეფლი” პირველი კომპანია გახდა, რომლის ღირებულებამ ტრილიონ დოლარს მიაღწია. Iphone-ის  მწარმოებელი კომპანიის ერთი  აქციის ფასმა, ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე 207 აშშ დოლარს მიაღწია. აქციის ფასის ზრდას ბოლო კვარტალში გაყიდვების მაჩვენებელს უკავშირებენ. BBC წერს, რომ “ეფლს” Amazon -სა და Microsoft-ის სახით კონკურენტები ჰყავდა, თუმცა კომპანიამ მათი დამარცხება შეძლო და ისტორიაში პირველი კერძო კომპანია გახდა, რომელის ღირებულებაც ერთ ტრილიონ დოლარად არის შეფასებული. 2017 წელს კომპანიის მოგებამ 48 მილიარდ დოლარს მიაღწია და ამერიკის ყველაზე შემოსავლიან კომპანიად იქცა. NBC-ის ინფორმაციით, ამჟამად “ეფლში” 120 ათასზე მეტი თანამშრომელი მუშაობს.

BBC-ის ცნობით, 2007 წლიდან როდესაც კომპანია Iphone-ის გამოშვება დაიწყო, აქციების ფასი მაშინვე გაიზარდა. “ეფლი” სტივ ჯობსმა მე-20 საუკუნის 70-იან წლებში დააფუძნა. სმარტფონების გამოშვებამდე, “ეფლი” მაკის ცნობილი პერსონალური კომპიუტერებით გახდა. სტივ ჯობსი 2011 წელს გარდაიცვალა და მას შემდეგ კომპანიას ტიმ კუკი მართვას.

“სტივმა “ეფლი” საკუთარი რწმენის გამო დააარსა, რომელიც ეფუძნებოდა შეხედულებას, რომ ადამიანების კრიატიულობას ყველაზე რთული წინაღობების დაძლევა შეუძლია. ეს ის ხალხია რომლებიც იმდენად გიჟები არიან რომ ფიქრობენ მსოფლიოს შეცვლიან და ამას აკეთებენ კიდეც,”-უთხრა “ეფლის” თანამშრომლებს კომპანიის დირექტორმა ტიმ კუკმა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი