ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მოსკოვს “ღირსეული პარტნიორის” სამშვიდობო მიზნების არ სჯერა

3 აგვისტო, 2018 • 2030
მოსკოვს “ღირსეული პარტნიორის” სამშვიდობო მიზნების არ სჯერა

მოსკოვი თბილისის პოზიციას, რომ NATO-სთან ერთობლივი სწავლება Noble Partner შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისთვისაა მოწოდებული, არ ეთანხმება. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

“ჩვენ ვერ დავეთანხმებით, მათ შორის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, რომ ეს სწავლებები შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობსა და უსაფრთხოებას ხელს შეუწყობს. სტაბილურობა და უსაფრთხოება “კოსტრუქციული დიალოგია და არა ვერტმფრენები და ტანკები” – აცხადებს ზახაროვა.

მისივე თქმით, ამ სწავლებების რეალური ამოცანა აფხაზეთზე, სამხრეთ ოსეთსა და რუსეთზე ძალადობრივი ზეწოლის მოხდენაა.

სწავლება “ღირსეული პარტნიორი 2018”,  რომელიც 1 აგვისტოს დაიწყო, საქართველოში მეოთხედ ტარდება. წლევანდელ სწავლებაში მონაწილეობს 3 000-მდე სამხედრო, აქედან 1 300 ქართველია, 1 170 ამერიკელი და 500 სხვა ქვეყნების წარმომადგენლები. სწავლებაში ჩართულია 13 ქვეყანა – საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, თურქეთი, ნორვეგია, პოლონეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, საფრანგეთი, ესტონეთი, ლიეტუვა და უკრაინა.

საქართველოში NATO-ს წევრი ქვეყნების ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების  “ღირსეული პარტნიორი 2018″ დაწყების გამო” “სერიოზულ შეშფოთება” აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გამოთქვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი