ახალი ამბები

ივლისში ტრანსპორტზე ფასი 6.9%-ით გაიზარდა- საქსტატი

3 აგვისტო, 2018 • 1394
ივლისში ტრანსპორტზე ფასი 6.9%-ით გაიზარდა- საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის ივლისში ტრანსპორტზე ტრანსპორტზე ფასი თითქმის 7%-ით გაიზარდა. ივლისში პირადი ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციის ფასების ზრდაც მოხდა 12.3%-ით, ხოლო ტრანსპორტის შეძენაზე ფასი 11%-ით არის შემცირებული. წლიურ ინფლაციაში ტრანსპორტის წილი 0.93%-ია. რაც შეეხება ივლისის შედარებას წინა თვესთან, საქსტატის ინფორმაციით, ივნისთან შედარებით ტრანსპორტის სეგმენტშi ფასები 1.2%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება საცხოვრებელის, წყლის, ელ. ენერგიისა და აირის ფასებს, ამ სეგმენტში ფასები ივლისში 5,2%-ით გაიზარდა. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0,43 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ივლისში ელექტროენერგიაზე 6%-ით გაიზარდა. წინა თვესთან შედარებით, ამ სექტორში ფასები დაახლოებით 5%-ით არის გაზრდილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი