ახალი ამბები

ტყუილია, თითქოს მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პოლიციელი ავარიაში მოჰყვა – შსს

3 აგვისტო, 2018 • 22316
ტყუილია, თითქოს მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პოლიციელი ავარიაში მოჰყვა – შსს

შსს-ს ცნობით, სხვადასხვა ონლაინ საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს 3 აგვისტოს მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბაღდათის პოლიციის თანამშრომელი პოლიციის კუთვნილი ავტომობილით საირმის გზაზე სანიაღვრე არხში ჩავარდა, ტყუილია.

  • შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მსგავს ფაქტი არ მომხდარა და აღნიშნული სრული დეზინფორმაციაა;
  • ტყუილის გამავრცელებლებმა არ იცის, რომ ბაღდათის პოლიციის სამმართველოში ამ დროისთვის პიკაპის ტიპის ავტომობილები არ ჰყავთ.

ისტორია მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი პოლიციელის კანონდარღვევის შესახებ თავდაპირველად TOP NEWS-ზე გავრცელდა, რომელიც შემდეგ სხვა საიტებმა და ვირუსულმა ფეისბუკის ჯგუფებმა აიტაცეს.

მას შემდეგ, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა, საზოგადოების ნაწილი შიშობს, რომ ამით მომხმარებელთა რაოდენობა გაიზრდება, რაც მხოლოდ მათ ვარაუდს ეფუძნება. აღნიშნული დეზინფორმაციასაც სწორედ ის ადამიანები აზიარებენ ყველაზე აქტიურად სოციალურ ქსელში, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნეგატიურად აფასებენ.

გავრცელებული ტყუილი

მასალების გადაბეჭდვის წესი