ახალი ამბები

2018 წლის ივლისში ხორცსა და ხორცპროდუქტებზე ფასი 4.2%-ით გაიზარდა

3 აგვისტო, 2018 • 1455
2018 წლის ივლისში ხორცსა და ხორცპროდუქტებზე ფასი 4.2%-ით გაიზარდა

საქსტატის ინფორმაციით, 2018 წლის ივლისში სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 2.3%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის ივლისში ფასები მომატებულია ზეთზე 4.6%-ით, ხორცსა და ხორცპროდუქტებზე 4.2%-ით, თევზეული 3,7%-ით,  ბოსტნეული და ბაღჩეული 3.1%-ით, რძე, ყველი და კვერცხი 2.6%. ივლისში ფასები  შაქარზე და  ტკბილეულზე 2.9%-ით შემცირდა. საქსტატის ცნობით, ივლისში ფასები ასევე შემცირდა ხილზე 12.6%-ით, ბოსტნეულასა და ბაღჩეულზე კი  10.7%-ით. სურსათის წილმა წლიურ ინფლაციაში 0.67% შეადგინა.

რაც შეეხება ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოს, ივლისში მათი ფასი 4.4%-ით გაიზარდა. თამბაქოს ნაწარმზე ივლისში ფასი 8.2%-ით გაიზარდა. ამ პროდუქტების წილი მთლიან ინფლაციაში 0.31%-ია. 2018 წლის შვიდი თვის მონაცემებით ინფლაციის დონე 2.8%-ს შეადგენს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი