ახალი ამბები

მყინვარი ლეხზირი ჩამოიშალა – ხეობაში შესასვლელი ჩაკეტილია

3 აგვისტო, 2018 • 5073
მყინვარი ლეხზირი ჩამოიშალა – ხეობაში შესასვლელი ჩაკეტილია

სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, მყინვარ ლეხზირის ჩამოშლამ მდინარის დაგუბება გამოიწვია და სანამ ვითარებას სპეციალისტები ბოლომდე არ შეისწავლიან, ხეობაში შესასვლელი გზა ჩაიკეტება. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად დაღუპული, დაშავებული ან დაკარგული არავინაა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სავარაუდოდ, საქმე გვაქვს გლაციოლოგიურ პროცესებთან (წლის თბილ პერიოდში მყინვარის ინტენსიურ დნობასთან ), რომელიც ბუნებაში ხშირად ხდება.

როგორც სააგენტო აცხადებს, მყინვარ ლეხზირზე არსებული სიტუაციის შესწავლის მიზნით სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე იმყოფებიან. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე დროებით ჩაკეტილია ხეობაში შესასვლელი გზა, ვიდრე სპეციალისტებისგან ინფორმაცია არ მიიღებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი