ახალი ამბები

ქუთაისის აეროპორტი ივლისში მგზავრების რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა

3 აგვისტო, 2018 • 2105
ქუთაისის აეროპორტი ივლისში მგზავრების რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისინფორმაციით, 2018 წლის ივლისის თვის მონაცემებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში გზავრების ნაკადი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 52%-ით გაიზარდა. ივლისის თვეში ქუთაისის აეროპორტი მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას – 75 372 მგზავრს მოემსახურა (2017 წლის ივლისი 49 629 მგზავრი).

რაც შეეხება რეისების რაოდენობას, ზრდა ამ კუთხითაც ფიქსირდება. 2018 წლის ივლისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 252 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 34%-ით მეტია (2017 წლის ივლისი 188 რეისი).

2018 წლის 7 თვის მონაცემებით, ჯამში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 310 115  მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33%-ით მეტია(2017 წლის 7 თვე – 233,261 მგზავრი).

მასალების გადაბეჭდვის წესი