ზოგადი უნარების გამოცდა აპლიკანტთა 13.25%-მა ვერ ჩააბარა – NAEC

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ზოგადი უნარების ქართულენოვანი გამოცდა დარეგისტრირებულ აპლიკანტთა 13.25%-მა ვერ ჩააბარა. გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კი 86.75%-მა გადალახა.

ფოტო: NAEC

ცენტრის ინფორმაციით, ტესტის პირველი ვარიანტი მომზადდა აზერბაიჯანულ, სომხურ, რუსულ და ოსურ ენებზე. ამ ენებზე ტესტი 2554 აბიტურიენტმა შეასრულა.

რაც შეეხება ქართულენოვან გამოცდას სტატისტიკური მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

ფოტო: NAEC

ზოგადი უნარების გამოცდაში ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტმა მიიღო:

  • 6 ივლისის პირველ სესიაში (თავდაპირველი გრაფიკით III ვარიანტი) – 24 ქულა და მეტი;
  • 6 ივლისის მეორე სესიაში (თავდაპირველი გრაფიკით IV ვარიანტი) – 23 ქულა და მეტი;
  • 7 ივლისის პირველ სესიაში (თავდაპირველი გრაფიკით I ვარიანტი) – 23 ქულა და მეტი;
  • 7 ივლისის მეორე სესიაში (თავდაპირველი გრაფიკით II ვარიანტი) – 22 ქულა და მეტი.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან