ახალი ამბები

პრეზიდენტი გვენეტაძის შემცვლელის შერჩევას ორშაბათიდან იწყებს

2 აგვისტო, 2018 • 1599
პრეზიდენტი გვენეტაძის შემცვლელის შერჩევას ორშაბათიდან იწყებს

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი ფართომასშტაბიან კონსულტაციებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად ორშაბათიდან, 6 აგვისტოდან დაიწყებს.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, სასამართლო სისტემაში უმაღლესი თანამდებობის პირის მიერ პოსტის დატოვება უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია. პრეზიდენტის განცხადებით, საზოგადოებამ ყურადღება უნდა გაამახვილოს ამ პროცესების წინა მოვლენებზე. კერძოდ, გიორგი მარგველაშვილის თქმით, ნინო გვენეტაძის განცხადებას წინ უძღოდა იუსსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ სისტემაში მძიმე ვითარების არაერთხელ ხაზგასმა:

“როდესაც ქვეყნის პირველი მოსამართლე ამბობს, რომ ის ძალადობის მსხვერპილია, მე მინდა ეს გადადგომაც არ იყოს ისევე მიჩქმალული, როგორც ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა.  სასამართლოს სისტემის გაჯანსაღება და ვითარების შეცვლა ჩვენი დემოკრატიისთვის  უმინშვნელოვანესი გამოწვევაა, ორმელსაც ჩვენ ან ვუპასუხებთ, ან დავრჩებით მანკიერ წრეზე, რომელმაც არაერთი პრობლემა შუექმნა ჩვენი ქვეყნს ქვეყანას” – ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

პრეზიდენტის განცხადებით, აქედან გამომდინარე, ორშაბათიდან დაიწყებს კონსულტაციებს გენეტაძის შემცვლელის მოსაძებნად. მარგველაშვილი მოუწოდებს ყველა იმ პირს, რომელსაც სასამარტლო სისტემის გაჯანსაღება სურს, ამ პროცესში ჩაერთონ:

“ამ პროცესის მიზანი ისეთი ადამიანის შერჩევა უნდა იყოს, რომელიც შეძლებს დაიწყოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღება დაიწყოს. ვისაც მორალური ძალა, კვალიფიკაცია და საზოგადოების მხარდაჭერა ექნება” – ამბობს პრეზიდენტი.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე თანამდებობიდან გადადგომის შესახებ დღეს, 2 აგვისტოს, განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ამის მიზეზად დასახელებულია “ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მოითხოვს რამდენიმეთვიან მკურნალობას საზღვარგარეთ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი