ახალი ამბები

ქუთაისის გარეუბნები ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატით შეიწამლა (ვიდეო)

2 აგვისტო, 2018 • 1477
ქუთაისის გარეუბნები ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატით შეიწამლა (ვიდეო)

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლა ქუთაისის მსგავსად დასავლეთ საქართველოს ქალაქებში იგეგმება. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურიში განუცხადეს. სამინისტროში აცხადებენ, რომ გუშინ 1 აგვისტოს ქუთაისში მხოლოდ ქალაქის გარეუნები შეიწამლა და გამოყენებული პრეპარატი მოსახლეობისთვის საშიში არ არის.

“ეს ამერიკული პრეპარატია, რომელსაც “დეცეზე” ჰქვია. წლებია ამ პრეპარატს სამეგრელოში მოიხმარენ. “დეცეზეთი” დასავლეთ საქართველოში 380 ათასი ჰექტარია უკვე დამუშავებული. სიცოცხლისთვის ეს პრეპარატი საშიში არ არის. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქალაქის მუნიციპალიტეტი ორი დღით ადრე გააფრთხილა, რომ გარეუბნების შეწამვლას გეგმავდა, “-აცხადებენ სამინისტროში.

მასალების გადაბეჭდვის წესი