ახალი ამბები

ჩხუბი კოჯრის სამხედრო ბაზაზე – საავადმყოფოში 4 სამხედრო გადაიყვანეს

1 აგვისტო, 2018 • 2864
ჩხუბი კოჯრის სამხედრო ბაზაზე – საავადმყოფოში 4 სამხედრო გადაიყვანეს

კოჯრის სამხედრო ნაწილში დაპირისპირების შედეგად 4 სამხედრო მოსამსახურე საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ჩხუბი სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს შორის მოხდა.

უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სამხედრო პოლიციამ დაიწყო დაზარალებულები კი კლინიკაში არიან გადაყვანილნი, სადაც მათ პირველადი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დაზარალებულთა სიცოცხლეს საფრთხზე არ ემუქრება.

ტელეკომპანია “რუსთავი 2-თან” საუბრისას სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილე არ აკონკრეტებს რა სახის დაზიანებები აქვს 4 დაზარალებულ სამხედროს მიყენებული და არიან თუ არა ისინი დაჭრილები. ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ხომ არ მიუღიათ სამხედროებს დაზიანებები ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღით, ირაკლი ბერბერაშვილი აცხადებს, რომ ამ გარემოებებს გმაოძიება დაადგენს:

“მიღებული აქვთ დაზიანებები, გამოძიება საწყის ეტაპზეა, დანარჩენ დეტალებს მოგვიანებით მოგახსენებთ. ჩვენ ვიმყოფებით შემთხვევის ადგილზე, ვათვალეირებთ შემთხვევის ადგილს, ეს დაზიანებები ვინც მიიღო, ის სამხედრო მოსამსახურეები გადაყვანილნი არიან კლინიკებში. ვერ მოგახსენებთ, ჩემთვის უცნობია რა დაზიანებები აქვთ” – ამბობს ბერბერაშვილი “კურიერთან” საუბრისას.

პირველადი ინფორმაციით, 4 სამხედრო ცივი იარაღითაა დაჭრილი – თავდაცვის სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი